Thursday, January 10, 2013

იყავი ბედნიერი ახლა


რაღაც უცნაური აუტანელი სურვილი გამიჩნდა პოსტის წერის.არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ ,რომ ბევრი რამე დამიგროვდა ,რომელიც მაწუხებს. 


განვიცდი ყველაფერს .არ ვიცი რატომ.რაღაც უჩვეულოდ მგრნობიარე გავხდი არა ყოველთვის ემოციური ვიყავი ,მაგრამ ეხლა განსაკუთრებით...მაწუხებს ყველაფერი ის რაც ჩემს სულშია და ირგვლივ  ..

არა მართლა არ ვიცი რა მემართება..მე ხომ ესეთი არ ვიყავი.რაღაც ზედმეტად მესერიოზულება ყველაფერი ამ ,,crazy '' მავნე გოგოს ,რომელმაც საკმაოდ კარგად აითვისა ეს ცხოვრების მწარე გაკვეთილები..შეიძლება ასეც არის საჭირო,მაგრამ...არ ვიცი
არაფერიც აღარ ვიცი.. უკვე აღარ ვიცი რატომ ვარ ასე იმდენი რამ მაწუხებს 


მაწუხებს ოჯახის გარეშე ყოფნა.მათთან გატარებულმა 2კვირამ სრულიად დამარწმუნა ,რომ მათ გარეშე არაფერს წარმოვადგენ რადგან ისინია ჩემი სამყაროო.ეხლა კი ძალიან მიჭირს აი ასე მათ გარეშე ყოფნა 

მეგობრები,რომლებიც ტერიტორიულად ვერ არიან ჩემგან და რომლებიც ასე მაკლიან ...მაკლია მათი ბუზღუნი .შუა ქუჩაში ჩემი კრიტიკა...ვიღაც ,,დებილი ''ს გაცნობა რომელიც მათი შეყვარებულის ძმაკაცია და ვითომ ქებების მოსმენა:)..ერთი და იგივე სიმღერის სმენა მარნიდან პირველ მაისამდე:)..და გაუთავებელი ჭორიკნობაა ყველა საკითხზე ..ასევე ლაქისა და ფერების შერჩევა.შუა ქუჩაში სიგიჟე და საერთოდ ბევრი სიგიჟე



არ ვიცი მაგრამ ასევე განვიცდი მას ..და საერთოდ არც განვიცდი რადგან მჯერა ,რომ ადამიანი ვისაც სჭირდები არსად წავა ...
მე კი ..მე კი ძალიან მომბეზრდა ეს ადამიანების დაკარგვა .მინდა ის ვინც მოვა და მეტყვის გინდა არ გინდა ვრჩები.ის ვინც დარჩება და მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ.ჩემი აუტანლობითა ,სიგიჟეებით და მავნეობით. 


მაწუხებს ის რაც ჩემს ირგვლივაა ,გაფანატებული ხალხი,რომლებიც ვიღაცეებს ბაძავენ და საკუთარი მე არ გააჩნიათ.საოცრად მაღიზიანებს  .ასევე ისიც რომ თუ მათ ჩარჩოებში არ ჯდები და აკეთებ იმას რაც მოგწონს გითვალისწუნებენ ..როცა მათ არ შეუძლაით აწუხებთ და აღიზიანებთ ის რომ შენ მათგან განსხვავებით არ გაწუხებს ,,სხვები'' და აკეთებ იმას რაც გინდა

საერთოდ მჯერა ერთი რამის.ყოველთვის უნდა იყო რაც სინამდვილეში ხარ და არა ის ვინც უნდა ,რომ სხვებს იყოო..უნდა გააკეთო ის რაც გინდა ,თორემ ვერასდროს იგრძნობ სიმშვიდეს და შეგაწუხებს სიცარიელე და დანაკლისი სულში..

საერთოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ არსებობს ადამიანების კატეგორია ,რომლებსაც ვერ ვუგებ და არც ვერასოდეს გავუგებ ,რადგან არ მესმის რატომ არ  შეიძლება  იმეგობრო ადამიანთან ორიენტაციის,კანის ფერის,შეხედულების,სარწმუნოების და ეროვნების გამო..

ვერ ვიტან ადამიანთა გარჩევას,ამ საკითხში სრულიად ვეთანხმები მარიამს ,რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რიცხვები ერთმანეთზე მეტი ,რომ ვიყოთ ან ნაკლებნი და მაწუხებს საზოგადოებიდან სწორედ ამის შეუგნებლობაა. :|


ყველა უნდა ვიყოთ ,,მე'' და არა ,,რა''.ამიტომ უნდა თქვა და გამოხატო ის რაც გსურს ფიქრობ და გინდა.უნდა იყო ბედნიერი ახლა.გაიღიმო ყოველთვის.აკეთო კარგი ყველა და ყველაფრის მიუხედავად ,რადგან არსებობს ის დიდი ვინმე ,რომელიც ზევიდან გვიყურებს და არასოდეს არაფერი ეშლება ..იყო მართალი საკუთარ მესთან და არასოდეს არ უნდა გაუკეთო ცუდი ისეთივე ადამიანს ,როგორიც შენ თვითონ ხარ.ყველას აქვს გრძნობები და სტკივა .ტკივილი და ნაკლები არ არსებობს ტკივილი ტკივილია.მოდი გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს რადგან ეს ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა და აღარაფერს გვიტოვებს ერთმანეთის გარდა.

love you all,kiss you all <3 :*:***
By ia tungia :* <3

No comments:

Post a Comment