Sunday, January 13, 2013

Crazy Girls♥ ♥ ♥

მოდით დავიწყოთ თავიდან Ia Tungia , Tungia Ia .. ვსო ვსო ბოლო იყო ბოლოო :):)
დაქალები,ადამიანები რომლებიც შენს სულში არიან და გამდიდრებენ ,გმატებენ რაღაც ღირებულსა და არანორმალურს   ,
ადამიანები რომელთა გამოც შემიძლია სამყარო გავაჩერო.მათთან ერთად მინდა ვიგრძნო წელიწადის 12 თვე და 100 წლის შემდეგ მათთან ერთად  მინდა ვიყო  ..
არ ვიცი ,უბრალოდ სიგიჟე და უზარმაზარი სიყვარული,რომელმაც ერთმანეთთან დაგვაკავშირა ..



ვარ ბათუმში და მყავს დაქალი.არა დაქალი არა.ჩემი ნაწილი ჩემი სამყარო ჩემი დე Mariam Masxarashvili.
არა რამ უნდა დამავიწყოს ის გარეკილი დღეები ამ ზღვისპირა ქალაქში გატარებული..:)




და დიდი ომი Mariam თან გადატანილი.არა პირველი მსოფლიო ომი მონაგონი იყოო :)
მას მერე უფრო მიყვარხარ დეე  
მხოლოდ ჩვენთანაა ასეე..
მხოლოდ მე შეიძლება შევუჭამო საჭმელი და მითხრას მიყვარხარო:)
მხოლოდ მე შეიძლება დავუძახო საქონელო მიყვარხარო და მომაძახოს მეცო :)




მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუბრაზდეთ და მეორე წამს ვუთხრათ მიყვარხარო   
მხოლოდ ჩვენ ვართ ერთმანეთის ,,დე''ები ,რადგან არავინ და არაფერი გვყავს ერთმანეთის გარდა  
მხოლოდ ასეთ ნაწილს შეუძლია გაგიგოს მაშინ ,როცა ვერავინ გიგებს და მოგისმინოს მაშინ ,როცა არავის სურს შენი მოსმენა..
კიდევ კარგი ერთმანეთი ვიპოვეთ
არა მხოლოდ მას შეუძლია იცინოს მაშინ ,როდესაც თოვლზე ხარ წაქცეული და უნივერსიტეტში გაგვიანდება:)
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ ერთმანეთს ბანაობისას :) და ერთად შევიდეთ აბაზანაში :)


მხოლოდ ჩვენთანაა ასე ,მხოლოდ ჩვენ ამ ორ შეშლილს შეგვიძლია ინგლისურად ვისაუბრაოთ,მთელ ბათუმს უცხოელები ვეგონოთ და ბევრი ვიღადაოთ:)
It's Cold and my nose is kra kraaaa:)
ქართველთა სტუმართმოყვარეობის გამო გაგვიმასპინძლდნენ ,,ვითომ უცხოელებს'' ბამბის ნაყინითა და ბატი-ბუტით:)
მხოლოდ შეიძლება დანიზლავდნენ და წააგონ პოლიტრა ჩვენი ღადაობის გამო..




არა რამდენი რამ შეიძლება გაიხსენო:):)

არა არა სიმთვრალეე :) Mariam Blaaaa :) Bee :)


მიყვარხართ ,მესამყარობით და უბრალოდ ჩემი ნაწილი ხართ ...

Mariam დეეე მიყვარხარრრრრრრრრრრ .აი ასე ჩემთვის ცამდე და უსასრულოდ   

Friday, January 11, 2013

არაფერს გვპატიობს სამყარო

03:49 წესით უნდა მეძინოს ,მაგრამ ვზივარ კლავიატურაზე თითების მარტივი კომბინაციით კრეფას ვიწყებ,ოღონდ მე თვითონ არ ვიცი რის.არ მეძინება და ესეც არ ვიცი რატომ.ამ ბოლო დროს უძილობაც დამჩემდა (ესღა მაკლდა:)).ვფიქრობ ყველაფერზე და ცალ-ცალკე არაფერზე.არ ვიცი უბრალოდ მინდა ვწერო გაუთავებლად ვწერო და გადმოვიტანო ყველაფერი რაც გულში მაქვს



დედა ვატირე ყველა იმ უსამართლობას რომელსაც ვხედავ .
დედა ვატირე საგნის ჩარჩენiს,
დედა ვატირე უშენობის და არ ვიცი რა ვუწოდო ალბათ გრძნობის ,რომელსაც ეხლაც სძინავს და ყელში მაქვს და მახჩობს.
დედა ვატირე ქართულi მენტალიტეტის ,რომელსაც ვითომ ნიღბად იყენებენ
დედა ვატირე ჩემი ჯერ კიდევ ბავშვობის ,რომელიც ყოველთვის საწინააღმდეგოდ მიბრუნდება.
დედა ვატირე შორიდან ყურების ტკბობის
დედა ვატირე ყველა დაშორებისა და იმედგაცრუების.




დედა ვატირე ფანტაზიების .
გოგოებს ჩვევიათ ზღვარგადასული ფანტაზია ,რომელიც ასე მაღიზიანებს და ჯერაც არ ვიცი რატომ.ალბათ იმიტომ რომ თავად ოცნება არ შემიძლია.
დიდი ხანია რეალობას აღვიქვამ და დავკარგე ფანტაზიის უნარი.დროს რომლის დაბრუნებაც რომ შემეძლოს დაუფიქრებლად დავაბრუნებდი.
მაღიზიანებს ალბათ იმიტომ რომ ჩემი აგებული კოშკებიც დანგრეულა და ვიცი მისი ფუჭობა.

მაგრამ ოცნება მაინც საჭიროა.ბედნიერებისთვის ნაკლები მეხსიერებაა საჭირო.უნდა დაივიწყო რომ ისევ იგრძნო.




არაფერს გვპატიობს სამყარო და არც არავინ.
სულიერი კომფორტი და სიმშვიდე ცხოვრების აუცილებელი პირობაა.რომელსაც უმეტესად ცხოვრების განვითარებული მოვლენები გვახვედრებს.

და საერთოდ არაფერია ცხოვრება გარდა ერთი დიდი გაკვეთილისა რადგან დადგება დღე როცა   ბეწვის ხიდზე გავივლით


Thursday, January 10, 2013

იყავი ბედნიერი ახლა


რაღაც უცნაური აუტანელი სურვილი გამიჩნდა პოსტის წერის.არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ ,რომ ბევრი რამე დამიგროვდა ,რომელიც მაწუხებს. 


განვიცდი ყველაფერს .არ ვიცი რატომ.რაღაც უჩვეულოდ მგრნობიარე გავხდი არა ყოველთვის ემოციური ვიყავი ,მაგრამ ეხლა განსაკუთრებით...მაწუხებს ყველაფერი ის რაც ჩემს სულშია და ირგვლივ  ..

არა მართლა არ ვიცი რა მემართება..მე ხომ ესეთი არ ვიყავი.რაღაც ზედმეტად მესერიოზულება ყველაფერი ამ ,,crazy '' მავნე გოგოს ,რომელმაც საკმაოდ კარგად აითვისა ეს ცხოვრების მწარე გაკვეთილები..შეიძლება ასეც არის საჭირო,მაგრამ...არ ვიცი
არაფერიც აღარ ვიცი.. უკვე აღარ ვიცი რატომ ვარ ასე იმდენი რამ მაწუხებს 


მაწუხებს ოჯახის გარეშე ყოფნა.მათთან გატარებულმა 2კვირამ სრულიად დამარწმუნა ,რომ მათ გარეშე არაფერს წარმოვადგენ რადგან ისინია ჩემი სამყაროო.ეხლა კი ძალიან მიჭირს აი ასე მათ გარეშე ყოფნა 

მეგობრები,რომლებიც ტერიტორიულად ვერ არიან ჩემგან და რომლებიც ასე მაკლიან ...მაკლია მათი ბუზღუნი .შუა ქუჩაში ჩემი კრიტიკა...ვიღაც ,,დებილი ''ს გაცნობა რომელიც მათი შეყვარებულის ძმაკაცია და ვითომ ქებების მოსმენა:)..ერთი და იგივე სიმღერის სმენა მარნიდან პირველ მაისამდე:)..და გაუთავებელი ჭორიკნობაა ყველა საკითხზე ..ასევე ლაქისა და ფერების შერჩევა.შუა ქუჩაში სიგიჟე და საერთოდ ბევრი სიგიჟე



არ ვიცი მაგრამ ასევე განვიცდი მას ..და საერთოდ არც განვიცდი რადგან მჯერა ,რომ ადამიანი ვისაც სჭირდები არსად წავა ...
მე კი ..მე კი ძალიან მომბეზრდა ეს ადამიანების დაკარგვა .მინდა ის ვინც მოვა და მეტყვის გინდა არ გინდა ვრჩები.ის ვინც დარჩება და მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ.ჩემი აუტანლობითა ,სიგიჟეებით და მავნეობით. 


მაწუხებს ის რაც ჩემს ირგვლივაა ,გაფანატებული ხალხი,რომლებიც ვიღაცეებს ბაძავენ და საკუთარი მე არ გააჩნიათ.საოცრად მაღიზიანებს  .ასევე ისიც რომ თუ მათ ჩარჩოებში არ ჯდები და აკეთებ იმას რაც მოგწონს გითვალისწუნებენ ..როცა მათ არ შეუძლაით აწუხებთ და აღიზიანებთ ის რომ შენ მათგან განსხვავებით არ გაწუხებს ,,სხვები'' და აკეთებ იმას რაც გინდა

საერთოდ მჯერა ერთი რამის.ყოველთვის უნდა იყო რაც სინამდვილეში ხარ და არა ის ვინც უნდა ,რომ სხვებს იყოო..უნდა გააკეთო ის რაც გინდა ,თორემ ვერასდროს იგრძნობ სიმშვიდეს და შეგაწუხებს სიცარიელე და დანაკლისი სულში..

საერთოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ არსებობს ადამიანების კატეგორია ,რომლებსაც ვერ ვუგებ და არც ვერასოდეს გავუგებ ,რადგან არ მესმის რატომ არ  შეიძლება  იმეგობრო ადამიანთან ორიენტაციის,კანის ფერის,შეხედულების,სარწმუნოების და ეროვნების გამო..

ვერ ვიტან ადამიანთა გარჩევას,ამ საკითხში სრულიად ვეთანხმები მარიამს ,რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რიცხვები ერთმანეთზე მეტი ,რომ ვიყოთ ან ნაკლებნი და მაწუხებს საზოგადოებიდან სწორედ ამის შეუგნებლობაა. :|


ყველა უნდა ვიყოთ ,,მე'' და არა ,,რა''.ამიტომ უნდა თქვა და გამოხატო ის რაც გსურს ფიქრობ და გინდა.უნდა იყო ბედნიერი ახლა.გაიღიმო ყოველთვის.აკეთო კარგი ყველა და ყველაფრის მიუხედავად ,რადგან არსებობს ის დიდი ვინმე ,რომელიც ზევიდან გვიყურებს და არასოდეს არაფერი ეშლება ..იყო მართალი საკუთარ მესთან და არასოდეს არ უნდა გაუკეთო ცუდი ისეთივე ადამიანს ,როგორიც შენ თვითონ ხარ.ყველას აქვს გრძნობები და სტკივა .ტკივილი და ნაკლები არ არსებობს ტკივილი ტკივილია.მოდი გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს რადგან ეს ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა და აღარაფერს გვიტოვებს ერთმანეთის გარდა.

love you all,kiss you all <3 :*:***
By ia tungia :* <3