Monday, July 15, 2013

მე მის გამო გაფრენა მიღირს!!

მიყვარს ზღვა ,გულაღმა წოლა და და ცაში ყურება , ვხუჭავ თვალებს და ჩამესმის ტალღების ხმა, ვუსმენ საკუთარი გულის ცემას, რომელიც ზოგჯერ ხშირდება და ზოგჯერაც ნელდება,მიყვარს ასე წოლაა , როცა ვგრძნობ თითოეულ წამს ,როცა დრო ჩემში იყინება .





კიდევ მომწონს აი ის წყვილი, რომელიც ეხლა ზღვაში დგას და ერთმანეთს ხელს კიდებს,ლამაზია ეს ყველაფერი ,რადგან მასში სიყვარულია ,იცინიაან , აბრაზებეენ ერთმანეთს,მაგრამ მაინც სიყვარულით უმზერეენ , ისინი ბედნიერები არიან,  მათ უხარიათ.უფრო და უფრო ვუყურებ მათ ,რადგაან ეს  სცენა მაფიქრებს და ჩემში ერთგვარ ემოციას იწვევს , მე მიხარია რომ არსებობს ის  დამოკიდებულება რომელიც ამ ორის ურთიერთობაშია. 
მე მალე მივდივარ , ხვალ უფროსწორედ. რა მომწონს კიდევ რა ტოვებს ჩემში ჰაეროვნების შეგრძნებას ამ სცენის გარდა? აი ამაზე ვფიქრობ  .





მე მიყვარს სიმღერა თუმცა არ გამომდის ის,მინდოდა ვყოფილიყავი: ჟურნალისტი,მსახიობი,მომღერალი,მოცეკვავე თუმცა არცერთის ნიჭი აღმომაჩნდა .არცერთი გამომივიდა (ისე საკმოდ ამბიციური გეგმები და ოცნებები მქონია)  რატომღაც ესეთი სფერო მიზიდავდა . ბავშვობაში სულ ამაზე ვფიქრობდი ,მოკლედ ყველაფერი ისეთი მინდოდა, რომ რაღაც გამომსვლოდა .აი რაღაც კვალი დამეტოვებინა .არ ვიცი ჯერ კიდევ პატარას რატომ გამიჩნდა ამის სურვილი და აკვიატება. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ უბრალოდ შეპყრობილი, დაავადებული ადამიანი ვარ ,რომელიც ილტვის იმისკეენ რომ  არ მოიქცეს სტანდარტულად და ისე გააკეთოს ყველაფერი, აი რაღაც დიფერენთულად .
მე არ მომწონს ეს სტერეოტიპები ,ეს ერთფეროვნება .ეს სტანდარტული ჩარჩოების აზროვნება და სწორედ ამის დანგრევას ვცდილობ.
მამაჩემმა ერთხელ მითხრა ის ვისაც წერა არ შეუძლია ყველა ბლოგერი ხდება, ვისაც სიმღერა კომპოზიტორიო, ამაზე ბევრჯერ დავფიქრდი და მე ამ სიტყვების გამართლების მეშინია ,




ისევ ვუყურებ იმ წყვილს უკვე სხედან ზღვის ნაპირას ერთმანეთთან და ერთად უსმენეენ ტალღების ხმას და მე ეს ისევ მომწონს .
ისევ ტალღებს ვუსმენ და ვგრძნობ ,რომ მე აქ მინდა დარჩენა,მაგრამ უნდა წავიდე, ეს სიმშვიდე და ტალღების ხმა ერთმანეთში ირევა და საოცაარ ჰარმონიას ქმნის,ირგვლივაც საოცარი ზღვის სუნია, რომელიც გონების თითოეულ უჯრედში აღწევს და ილექება , საოცარია ზღვა და ტალღები , მათი ტემპი ,მისი სიმშვიდეც და ღელვაც , ის ჩემებურია.
მე არ ვიცი  ჩემი განწყობა ეხლა, რადგაან როცა ამ პოსტის კითხვას დავიწყეებ ეს განწყობა აღარ მექნება , მე არ ვიცი კიდევ რატომ არ ვუყურებ ტელევიზორს ან რატომ არ ვკითხულობ წიგნებს , არ დავათვალიერე და შევისწავლე ბათუმი მთელი წლის მანძილზე , რატომ არ ვიყავი დელფინარეუმში და ღამით არ ვიბანავე ზღვაში.
მე ბევრი რამ მინდოდა რომელიც არ მაქვს,მე არ ვთვლი რომ ბევრი რამ მჭირდება ვერ ვიტან ყალბ ,გაცვეთილ ფრაზებს და ამ ზედმეტად ბანალურობას ,ჩემთვის არც მზე წყვიტავს რამეს და არც წვიმა ,მე არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს ვინმეს აპატიებ თუ არაა, ენდობი თუ არა,მე არ მიყვარს ვალდებულებები .





მე მიყვარს ჩემები მერე რა რომ ათას რამეს ვერ ვპატიობ და ათას ვპატიობ.
იცით რაა უცნაური ყველა ერთმანეთს ვკიცხავთ და თავადვე იგივეს ვაკეთებთ.
მე უცოდველი არ ვარ ბევჯერ დამიცინია ,მიმიტოვებია, თუმცა არასდროს მიღალატია.
მე არასდროს მინანია არცერთი ჩემი ნაბიჯი, არ მრცხვენია იმის რომ მიყვარდა , არ მიტყდება იმის ,რომ დაშორების მერეც მიყვარდა.რა მნიშვნელობა აქვს ეს როგორ დამთავრად მთავარია შედგა.ყოველთვის მაშინებს კითხვა რომლის პასუხზე გაცემისაც მეშინია ,, მართლა ვუყვარდი თუ არა მას?'' თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მე ის ჩავაბარე დროს.
დედა ვატირე იმ წამის როდესაც  დავიშალეთ.
დედა ვატირე ტრადიციებისა და პრინციპების თუკი მე მის გამო გაფრენა მიღირს!!




იცით რას ვფიქრობ ეხლა და ვგრძნობ არ ღირს არაფერზე დარდი და ფიქრი, რადგაან მოსახდენი მაინც მოხდება , ყველა ჩვენთვის ვართ ,შენ -შენთვის, მე- ჩემთვის ,თქვენ -თქვენთვის .ყველა საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ყველა საკუთარი მესთვის ვარსებობთ საბოლოდ ..

პ.ს ამ პოსტის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი ,მაგრამ ნის მოსწონს და მისივე ხათრით დავასრულე ის. <3 :*