Friday, January 11, 2013

არაფერს გვპატიობს სამყარო

03:49 წესით უნდა მეძინოს ,მაგრამ ვზივარ კლავიატურაზე თითების მარტივი კომბინაციით კრეფას ვიწყებ,ოღონდ მე თვითონ არ ვიცი რის.არ მეძინება და ესეც არ ვიცი რატომ.ამ ბოლო დროს უძილობაც დამჩემდა (ესღა მაკლდა:)).ვფიქრობ ყველაფერზე და ცალ-ცალკე არაფერზე.არ ვიცი უბრალოდ მინდა ვწერო გაუთავებლად ვწერო და გადმოვიტანო ყველაფერი რაც გულში მაქვს



დედა ვატირე ყველა იმ უსამართლობას რომელსაც ვხედავ .
დედა ვატირე საგნის ჩარჩენiს,
დედა ვატირე უშენობის და არ ვიცი რა ვუწოდო ალბათ გრძნობის ,რომელსაც ეხლაც სძინავს და ყელში მაქვს და მახჩობს.
დედა ვატირე ქართულi მენტალიტეტის ,რომელსაც ვითომ ნიღბად იყენებენ
დედა ვატირე ჩემი ჯერ კიდევ ბავშვობის ,რომელიც ყოველთვის საწინააღმდეგოდ მიბრუნდება.
დედა ვატირე შორიდან ყურების ტკბობის
დედა ვატირე ყველა დაშორებისა და იმედგაცრუების.




დედა ვატირე ფანტაზიების .
გოგოებს ჩვევიათ ზღვარგადასული ფანტაზია ,რომელიც ასე მაღიზიანებს და ჯერაც არ ვიცი რატომ.ალბათ იმიტომ რომ თავად ოცნება არ შემიძლია.
დიდი ხანია რეალობას აღვიქვამ და დავკარგე ფანტაზიის უნარი.დროს რომლის დაბრუნებაც რომ შემეძლოს დაუფიქრებლად დავაბრუნებდი.
მაღიზიანებს ალბათ იმიტომ რომ ჩემი აგებული კოშკებიც დანგრეულა და ვიცი მისი ფუჭობა.

მაგრამ ოცნება მაინც საჭიროა.ბედნიერებისთვის ნაკლები მეხსიერებაა საჭირო.უნდა დაივიწყო რომ ისევ იგრძნო.




არაფერს გვპატიობს სამყარო და არც არავინ.
სულიერი კომფორტი და სიმშვიდე ცხოვრების აუცილებელი პირობაა.რომელსაც უმეტესად ცხოვრების განვითარებული მოვლენები გვახვედრებს.

და საერთოდ არაფერია ცხოვრება გარდა ერთი დიდი გაკვეთილისა რადგან დადგება დღე როცა   ბეწვის ხიდზე გავივლით


No comments:

Post a Comment