Friday, November 16, 2012

მე და ცხოვრება

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოველთვის გაიღიმონ და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ გაღიმებულებს.
 ზოგჯერ დავიღლებით, იქვე რამეს დავეყრდნობით და ცხოვრების გზაზე ჩამომსხდრები დასვენებას ვცდილობთ.
 ვმალავთ ტკივილს, საკუთარს ან ერთმანეთისას.
არ ვიმჩნევთ, რომ ჩვენს გვერდით ვიღაც ტირის, რადგან არ ვიცით რითი უნდა დავამშვიდოთ.
 ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და ვატყუებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ დროს კი თავადაც არ გვჯერა ამის.
 ვამბობთ ძალიან ბევრ სიტყვას, რომელიც ზედმეტია, და იშვიათად გამოვხატავთ სითბოს, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო.
რამდენს ვწერთ-რამდენს ვიტყუებით, რამდენს ვიღიმით-რამდენს ვიტყუებით.
სითბო აუცილებლობაა და არა ვალდებულება.
 ადამიანს თვალებში უყურებ და უხსნი, რამდენად ძვირფასია შენთვის, მერე კარს ხურავ და დაძინებისას ეგ სიტყვები წარსულს მიჰყვება.
იღვიძებ და თავს ატყუებ, თუ როგორი ლამაზია დილა, როგორ გიხარია გათენება და შენს სულს ებუზღუნები

Tuesday, November 13, 2012

Birthday

Hii Guys :) 

მე ია თუნგია ვარ და დღეს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა.
იმედია ჩემთან არ მოიწყენთ

ძალიან მიყვარს წერა და ბლოგის შექმნაც ამან განაპირობა,რადგან მითხრეს რომ გამომივიდოდა.
შევეცდები კარგი განწყობა შეგიქმნათ:)
და სრულყოფილად გადმოვიტანო ჩემი აზრები:)



ვარ 18 წლის.სტუდენტი.საქართველოს უნივერსიტეტში-ინგლისური ფილოლოგია(თარჯიმან-რეფერენტი)
ვარ ცოტა არა საკმაოდ შეშლილი,მხიარული და მავნე:)
მიყვარს მუსიკა Music is my Life :*
ადამიანები ჩემი სუსტი წერტილია მათი შეგროვების მანია მჭირს,ოღონდ კარგების...
იმედი მაქვს შემოირბენთ ჩემს ბლოგზე:):)
:*:**********:*