Thursday, March 14, 2013

მსახიობები

არ ვიცი შეიძლება არა შეიძლება კი არა ძალზე უცნაური ვარ
უცნაური იმიტომ ,რომ ვფიქრობ ძალიან ბევრს ,განვიცდი თითოეულ უსამართლობასა და საქციელს .მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც არაფერს აღარ აქვს აზრი სინანულს მითუმეტეს.არის წუთები ,როდესაც ვეღარაფერს გამოასწორებ.

ვფიქრდები როგორი ვარ და ,ყველა მომენტში სხვადასხვანაირი ,ყველა ადამიანთან ინდივიდუალური და განსხვავებული,ყველა და ყველაფერზე კი ჩემი აზრი მაქვს,რომელიც ერთნაირი არასოდესაა და ერთმანეთისგან განსხვავდება.საბოლოოდ საბოლოოდ როგორი ვარ?აი ეს ვერ გამირკვია .უცნაური ზოგჯერ გიჯიც,არადეკვატურიც,დაფიქრებულიც და დაუფიქრებელიც. არ მიკვირს რომ ადამიანების 99% ჩემი ვერ გაუგია.რადგან ზოგჯერ მე თვითონაც არ მესმის.წინასწარი დასკვნებიდან კი ყოველთვის თავს ვიკავებ რადგან ყველაფერი ისე არ ჩანს როგორც არის და ისე არ არის როგორც ჩანს . არის მომენტები როდესაც სრულიად უემოციოდ ვარ აღარაფერს აღარ განვიცდი არც სიხარულს ,არც წყენას ,არც სიყვარულს არაფერს .

ვფიქრობ რაღაც წასულზე  ,რომელმაც რაღაც მცირე შეცვალა ჩემში და ვაკვირდები რომ თითოეული შემთხვევა რომელსაც მნიშვნელობა აქვს ,ცუდ თუ კარგ კვალს ტოვებს რაღაცას ცვლის ჩემში .რაღაც მხრივ არ ვიცი მაკლდება თუ მემატება ,მაგრამ ვიცვლები და ვფიქრდები ნეტავ როგორი ვიქნები გარკვეული დროის შემდგომ .რადგან ყოფილა შემთხვევები როდესაც გამიკეთებია ისეთი რამ რაზეც ადრე მიფიქრია არ გავაკეთებთქო და დიდი ფიქრის შემდგომ აღმომიჩენია ,რომ ეს ჩემში იყო უბრალოდ მაშინ ამის გაკეთების საშუალება და დრო არ მქონდა .

ადამიანები არასდროს იცვლებიან ,ყველაფერი მათშია უბრალოდ გამომჟღავნების საშუალება არ აქვთ და ყველა მაშინ ვხედავთ როდესაც გვეძლევა.ამიტომაც არ განვიკითხავ არავის რადგან არავინ იცის ვინ რა დროს როგორ მომენტში იმყოფება და რას განიცდის.




მაშინ ვხვდები რომ დრო არაფერ შუაშია ,ჩვენ ის არ გვცვლის,უბრალოდ გარემო ფაქტორები გვაიძულებს გამოვავლინოთ ჩვენში დამალული თვისება ,რომელიც ისეა როგორც მსახიობი კულისევს მიღმა და თავის გამოსვლას ელის ,რომ მისი პარტია ითამაშოს და ეფექტი მოახდინოს კვალი დატოვოს ჩვენზე .კვალი როგორია ამსახველობითი თუ სპონტანური უკვე აზრი აქ .მთავარია ჩვენში რაღაც შეიცვალა და არაფერი არააა ისე როგორც ადრე.

თითქოს სულ სხვა ადამიანი ხდები ყველაფერი გეწეპება და სულს გხდის ,თითქოს ყველაფერი სხვა და უცხოა და სწორედ მაშინ იწყება გაურკვევლობა საკუთარ თავში .ბევრი ამას დეპრესიას ეძახის მე კი საკუთარი მეს შეცნობას,რადგან იმ დასკვნამდე მივდივარ რომ არავინ არ ვიცნობთ საკუთარ თავს თუ რისი გამკეთებლები ვართ და რა შეგვიძლია ამას მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით ,რადგან კარგად ცნობილია რომ ადამიანები სწორედ ასეთ დროს მჟღავნდებიან ..

ვიცი შეიძლება ბევრმა იფიქროს რომ საკუთარი თავზე ინფორმაციას სხვებისგან მოველი ,მაგრამ არა უბრალოდ ეს ისააა რასაც საკუთარ თავზე დასკვნის შედეგად ვავლენ და რაც დარწმუნებული ვარ თიოეულ მეში ხდება ,მაგრამ უმეტესწილად არავის სურს გაიგოს რა არის ამის მიზეზი და რატომ ხდეება .მე კი ვასკვნი რომ ეს ცხოვრებააა საკუთარი თავის ძიებისა და გარკვევის პროცესი ,რომელიც არავინ იცის როგორ დასრულდება .. ზოგჯერ მისი შეცნობა ძალზე სასტიკია და აადამიანთა უმრავლესობა ვერ უძლებს მას სწორედ ეს იწვევს ადამიანთა შეშლასა ,განსხვავებულობასა თუ უამრავ ფაქტორს რომელიც მათზე აისახება და საზოგადოებიდან უარყოფითი რეაქცია მოსდევს.თუ იმას იტყვი რასაც ისინი ან არ ფიქრობენ ან ვერ პოულობენ გიჟს გეძახიან . არ ვიცი ნეტა არ ფიქრობენ? თუ ფიქრობენ რატომ მალავენ? ან რატომ აშინებთ ყველაფერი .

მოკლედ ძალზე უცნაურია ეს სამყარო ,ზუსტი დანიშნულება კი არც არავინ იცის .უბრალოდ მსახიობები ვართ რომლებიც გამუდმებით ვთამაშობთ და არ ვიცით ჩვენი შემდგომი როლი რა იქნება და რას გვარგუნებს ცხოვრება,ვის რა და როგორი პარტია გვერგება 

No comments:

Post a Comment