Wednesday, October 9, 2013

ვინ ვარ მე?

მარადიული კითხვა რომელიც ყველას აწუხებს –– ვინ ვარ მე?
მე მშობლებისთვის შვილი ვარ , დედამიწისთვის – ზედმეტი 58 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მომატებული, , ზოგიერთი ჯგუფელისთვის – 09, ზოგიერთისთვის კი – მეგობარი, უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, კოღოებისათვის – უფასო დონორი და უფასო დონორებისაგან ღმერთმა დამიფაროს, რამდენიმე პიროვნებისთვის – არაფერი .
მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს




Monday, July 15, 2013

მე მის გამო გაფრენა მიღირს!!

მიყვარს ზღვა ,გულაღმა წოლა და და ცაში ყურება , ვხუჭავ თვალებს და ჩამესმის ტალღების ხმა, ვუსმენ საკუთარი გულის ცემას, რომელიც ზოგჯერ ხშირდება და ზოგჯერაც ნელდება,მიყვარს ასე წოლაა , როცა ვგრძნობ თითოეულ წამს ,როცა დრო ჩემში იყინება .





კიდევ მომწონს აი ის წყვილი, რომელიც ეხლა ზღვაში დგას და ერთმანეთს ხელს კიდებს,ლამაზია ეს ყველაფერი ,რადგან მასში სიყვარულია ,იცინიაან , აბრაზებეენ ერთმანეთს,მაგრამ მაინც სიყვარულით უმზერეენ , ისინი ბედნიერები არიან,  მათ უხარიათ.უფრო და უფრო ვუყურებ მათ ,რადგაან ეს  სცენა მაფიქრებს და ჩემში ერთგვარ ემოციას იწვევს , მე მიხარია რომ არსებობს ის  დამოკიდებულება რომელიც ამ ორის ურთიერთობაშია. 
მე მალე მივდივარ , ხვალ უფროსწორედ. რა მომწონს კიდევ რა ტოვებს ჩემში ჰაეროვნების შეგრძნებას ამ სცენის გარდა? აი ამაზე ვფიქრობ  .





მე მიყვარს სიმღერა თუმცა არ გამომდის ის,მინდოდა ვყოფილიყავი: ჟურნალისტი,მსახიობი,მომღერალი,მოცეკვავე თუმცა არცერთის ნიჭი აღმომაჩნდა .არცერთი გამომივიდა (ისე საკმოდ ამბიციური გეგმები და ოცნებები მქონია)  რატომღაც ესეთი სფერო მიზიდავდა . ბავშვობაში სულ ამაზე ვფიქრობდი ,მოკლედ ყველაფერი ისეთი მინდოდა, რომ რაღაც გამომსვლოდა .აი რაღაც კვალი დამეტოვებინა .არ ვიცი ჯერ კიდევ პატარას რატომ გამიჩნდა ამის სურვილი და აკვიატება. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ უბრალოდ შეპყრობილი, დაავადებული ადამიანი ვარ ,რომელიც ილტვის იმისკეენ რომ  არ მოიქცეს სტანდარტულად და ისე გააკეთოს ყველაფერი, აი რაღაც დიფერენთულად .
მე არ მომწონს ეს სტერეოტიპები ,ეს ერთფეროვნება .ეს სტანდარტული ჩარჩოების აზროვნება და სწორედ ამის დანგრევას ვცდილობ.
მამაჩემმა ერთხელ მითხრა ის ვისაც წერა არ შეუძლია ყველა ბლოგერი ხდება, ვისაც სიმღერა კომპოზიტორიო, ამაზე ბევრჯერ დავფიქრდი და მე ამ სიტყვების გამართლების მეშინია ,




ისევ ვუყურებ იმ წყვილს უკვე სხედან ზღვის ნაპირას ერთმანეთთან და ერთად უსმენეენ ტალღების ხმას და მე ეს ისევ მომწონს .
ისევ ტალღებს ვუსმენ და ვგრძნობ ,რომ მე აქ მინდა დარჩენა,მაგრამ უნდა წავიდე, ეს სიმშვიდე და ტალღების ხმა ერთმანეთში ირევა და საოცაარ ჰარმონიას ქმნის,ირგვლივაც საოცარი ზღვის სუნია, რომელიც გონების თითოეულ უჯრედში აღწევს და ილექება , საოცარია ზღვა და ტალღები , მათი ტემპი ,მისი სიმშვიდეც და ღელვაც , ის ჩემებურია.
მე არ ვიცი  ჩემი განწყობა ეხლა, რადგაან როცა ამ პოსტის კითხვას დავიწყეებ ეს განწყობა აღარ მექნება , მე არ ვიცი კიდევ რატომ არ ვუყურებ ტელევიზორს ან რატომ არ ვკითხულობ წიგნებს , არ დავათვალიერე და შევისწავლე ბათუმი მთელი წლის მანძილზე , რატომ არ ვიყავი დელფინარეუმში და ღამით არ ვიბანავე ზღვაში.
მე ბევრი რამ მინდოდა რომელიც არ მაქვს,მე არ ვთვლი რომ ბევრი რამ მჭირდება ვერ ვიტან ყალბ ,გაცვეთილ ფრაზებს და ამ ზედმეტად ბანალურობას ,ჩემთვის არც მზე წყვიტავს რამეს და არც წვიმა ,მე არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს ვინმეს აპატიებ თუ არაა, ენდობი თუ არა,მე არ მიყვარს ვალდებულებები .





მე მიყვარს ჩემები მერე რა რომ ათას რამეს ვერ ვპატიობ და ათას ვპატიობ.
იცით რაა უცნაური ყველა ერთმანეთს ვკიცხავთ და თავადვე იგივეს ვაკეთებთ.
მე უცოდველი არ ვარ ბევჯერ დამიცინია ,მიმიტოვებია, თუმცა არასდროს მიღალატია.
მე არასდროს მინანია არცერთი ჩემი ნაბიჯი, არ მრცხვენია იმის რომ მიყვარდა , არ მიტყდება იმის ,რომ დაშორების მერეც მიყვარდა.რა მნიშვნელობა აქვს ეს როგორ დამთავრად მთავარია შედგა.ყოველთვის მაშინებს კითხვა რომლის პასუხზე გაცემისაც მეშინია ,, მართლა ვუყვარდი თუ არა მას?'' თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მე ის ჩავაბარე დროს.
დედა ვატირე იმ წამის როდესაც  დავიშალეთ.
დედა ვატირე ტრადიციებისა და პრინციპების თუკი მე მის გამო გაფრენა მიღირს!!




იცით რას ვფიქრობ ეხლა და ვგრძნობ არ ღირს არაფერზე დარდი და ფიქრი, რადგაან მოსახდენი მაინც მოხდება , ყველა ჩვენთვის ვართ ,შენ -შენთვის, მე- ჩემთვის ,თქვენ -თქვენთვის .ყველა საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ყველა საკუთარი მესთვის ვარსებობთ საბოლოდ ..

პ.ს ამ პოსტის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი ,მაგრამ ნის მოსწონს და მისივე ხათრით დავასრულე ის. <3 :*


Monday, June 17, 2013

აბდაუბდა :DDD

მშვიდად ვარ -კარგად , არც არაფერი მაწუხებს ხომ და სწორედ ამიტომ ვიწყებ წერას , ასეთი პოსტი ჯერ არ მაქვს. ჩაით სავსე ჭიქა. და კიდევ გაცინებაა, რომელიც ხანდახან შემომეპარება ხოლმე. :)

აი ეხლაც მარტო ვარ ,მაგრამ რატომღაც არ ვწუწუნებ და არ მეჩვენება ეს ასე ტრაგედიად. გავთიშე Facebook არ მიყვარს წკაპუნი აზრების გადმოტანაში მიშლის ხელს და მაწყვეტიებს . ხომ ა უი გამახსენდა ველოდები შუალედურების პასუხებს  ერთი კვირაა ,მაგრამ ეს დედააფეთქებული უნივერსიტეტი რატომღაც ვერ ხვდება დადებას, მე კი ძალიან მაინტერსებს - ეს ხომ ერთი დღის ნაშრომი და ნაწვალებია ,რადგან  მთელი წელი არა გამიკეთებია რა :)

ჩქარა ვწერ რადგან მინდა ყველაფერი გადმოვიტანო რასაც ვფიქრობ ან გავიფიქრეებ მოვასწრო დაწერააა.
უი მართლაა ზღვისპირა ქალაქში ვარ და რატომღაც მხოლოდ 2ჯერ  ჯერ ვიყავი ზღვაზე შემეზარააა აი ეგ არ ვიცი რატომ ( ალბათ 10 კილოს დაკლებას ველოდები ,რომელიც მომავალ წლამდე არ იქნებაა) :)




ხომდა რას ვამბობდი რატომღაც არ მაღიზიანებს დღეს ის ყველაფერი . არაა პოხუისტი ვიყავი მაგრამ ეხლა ზედმეტად ამჩემფეხება ვარ . მიზეზი უბრალოდ არ ვიცი ან დავიღალე , ან რაღაცის შეცვლა მომინდაა, ან უბრალოდ გამიაარაა.
ნუ არ აქვს მნიშვნელობა.  მთავარია აი კარგად ვარ,ეხლა კი თან ვფიქროობ რა სმაილი ჩავურთო ტექტს ჩემი დადებითი ემოციების გადმოსაცემად, რავი მემგონი ყველას მოგბეზრდათ ეს ჩემი დრამატიზმი ,აი აგერ მეც რატომღაც აღარ მინდააა.

იცი რას დავაკვირდი რომ რაღაც ტკივილს რაც გვაწუხებს ამოვჩემებთ ამოვიჩემთ და ვაწვალებთ ,ან ვმალავთ და ისე ვართ ,მაგრამ ერთ დღესაც ამის დასრულების სურვილი გიჩნდება ,ან როგორც ზოგადად ადამიანი ყველაფერს ეჩვევა ხომდა ეჩვევი და ის ნელ-ნელა იმავე დოზით აღარ გწვავს და რაღაცნაირად განთავისუფლება გინდება.

საერთოდ ამ ერთი წლის განმავლობაში ბვევრ რამეზე შემეცვალა შეხედულება და ვიტყოდი რომ გავიზარდე ნამდვილად გავიზარდე ,უამრავი რამე ვისწავლე,ყველაფერს მარტივად ვუყურებ არ განვიცდი უკვე ყველაფერს ,შეიძლება ეს ცუდია მაგრამ რა ვიცი ,რაღაც მეცინება და ვაფშე არ მაინტერესებს რა ვქნა, ვსვამ ჩაის და ნაწერს ვაპარებ თვალს , უმ ხომ ბოლოს უნდა გადავიკითხო რომ ჩქარი წერისას გამოტოვებული ასოები ჩავამატო..:)

აი უბრალოდ უნდა იცხოვრო მშვიდად , გიყვარდეს ისე თითქოს არაფერი მომხდარაა, არ ჩასახო გეგმა და მზად იყო ყველაფრისთვის ცხოვრება ხომ თავად სიურპრიზებია . ხომდა გაატარო ყველაფერი მარტივად ასე უფრო იოლია..




არა არაა ეს ამჩემფეხობა რაღაც ზედმეტად მომწონს :) , აი რა მაცინებს არც ეგ ვიცი , ვიცი აბდაუბდას ვწერ და გაღიზიანებთ რა უნდა ამ გოგოსო მაგრამ საქმე ისაა არც მე ვიცი რა მინდა .:)

ჩემი ბოდიალიც კი შეიძლება რავი ნერვული შეტევაცააა , ბიძგი რაღაც გონების ნაწილის.. ოპააა დავასერიოზულეე , არაა არაა დავუბრუნდები ჩემს კარგ განწყობას ეს აღარ მომწონს ნწუ.

ბლა ბლააა ბეე ნუ რა ვიცი რააა, მოკლედ ჯობია ეს ჩემი ბოდიალი აქვე დავასრულო რადგან ვბოთაობ , ვიპოვი საჭირო სმაილებს ჩემი ემოციების გადმოსაცემად . ფოტოებსა და Publish თუ არ მცემეს   :)


Thursday, March 14, 2013

მსახიობები

არ ვიცი შეიძლება არა შეიძლება კი არა ძალზე უცნაური ვარ
უცნაური იმიტომ ,რომ ვფიქრობ ძალიან ბევრს ,განვიცდი თითოეულ უსამართლობასა და საქციელს .მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც არაფერს აღარ აქვს აზრი სინანულს მითუმეტეს.არის წუთები ,როდესაც ვეღარაფერს გამოასწორებ.

ვფიქრდები როგორი ვარ და ,ყველა მომენტში სხვადასხვანაირი ,ყველა ადამიანთან ინდივიდუალური და განსხვავებული,ყველა და ყველაფერზე კი ჩემი აზრი მაქვს,რომელიც ერთნაირი არასოდესაა და ერთმანეთისგან განსხვავდება.საბოლოოდ საბოლოოდ როგორი ვარ?აი ეს ვერ გამირკვია .უცნაური ზოგჯერ გიჯიც,არადეკვატურიც,დაფიქრებულიც და დაუფიქრებელიც. არ მიკვირს რომ ადამიანების 99% ჩემი ვერ გაუგია.რადგან ზოგჯერ მე თვითონაც არ მესმის.წინასწარი დასკვნებიდან კი ყოველთვის თავს ვიკავებ რადგან ყველაფერი ისე არ ჩანს როგორც არის და ისე არ არის როგორც ჩანს . არის მომენტები როდესაც სრულიად უემოციოდ ვარ აღარაფერს აღარ განვიცდი არც სიხარულს ,არც წყენას ,არც სიყვარულს არაფერს .

ვფიქრობ რაღაც წასულზე  ,რომელმაც რაღაც მცირე შეცვალა ჩემში და ვაკვირდები რომ თითოეული შემთხვევა რომელსაც მნიშვნელობა აქვს ,ცუდ თუ კარგ კვალს ტოვებს რაღაცას ცვლის ჩემში .რაღაც მხრივ არ ვიცი მაკლდება თუ მემატება ,მაგრამ ვიცვლები და ვფიქრდები ნეტავ როგორი ვიქნები გარკვეული დროის შემდგომ .რადგან ყოფილა შემთხვევები როდესაც გამიკეთებია ისეთი რამ რაზეც ადრე მიფიქრია არ გავაკეთებთქო და დიდი ფიქრის შემდგომ აღმომიჩენია ,რომ ეს ჩემში იყო უბრალოდ მაშინ ამის გაკეთების საშუალება და დრო არ მქონდა .

ადამიანები არასდროს იცვლებიან ,ყველაფერი მათშია უბრალოდ გამომჟღავნების საშუალება არ აქვთ და ყველა მაშინ ვხედავთ როდესაც გვეძლევა.ამიტომაც არ განვიკითხავ არავის რადგან არავინ იცის ვინ რა დროს როგორ მომენტში იმყოფება და რას განიცდის.




მაშინ ვხვდები რომ დრო არაფერ შუაშია ,ჩვენ ის არ გვცვლის,უბრალოდ გარემო ფაქტორები გვაიძულებს გამოვავლინოთ ჩვენში დამალული თვისება ,რომელიც ისეა როგორც მსახიობი კულისევს მიღმა და თავის გამოსვლას ელის ,რომ მისი პარტია ითამაშოს და ეფექტი მოახდინოს კვალი დატოვოს ჩვენზე .კვალი როგორია ამსახველობითი თუ სპონტანური უკვე აზრი აქ .მთავარია ჩვენში რაღაც შეიცვალა და არაფერი არააა ისე როგორც ადრე.

თითქოს სულ სხვა ადამიანი ხდები ყველაფერი გეწეპება და სულს გხდის ,თითქოს ყველაფერი სხვა და უცხოა და სწორედ მაშინ იწყება გაურკვევლობა საკუთარ თავში .ბევრი ამას დეპრესიას ეძახის მე კი საკუთარი მეს შეცნობას,რადგან იმ დასკვნამდე მივდივარ რომ არავინ არ ვიცნობთ საკუთარ თავს თუ რისი გამკეთებლები ვართ და რა შეგვიძლია ამას მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით ,რადგან კარგად ცნობილია რომ ადამიანები სწორედ ასეთ დროს მჟღავნდებიან ..

ვიცი შეიძლება ბევრმა იფიქროს რომ საკუთარი თავზე ინფორმაციას სხვებისგან მოველი ,მაგრამ არა უბრალოდ ეს ისააა რასაც საკუთარ თავზე დასკვნის შედეგად ვავლენ და რაც დარწმუნებული ვარ თიოეულ მეში ხდება ,მაგრამ უმეტესწილად არავის სურს გაიგოს რა არის ამის მიზეზი და რატომ ხდეება .მე კი ვასკვნი რომ ეს ცხოვრებააა საკუთარი თავის ძიებისა და გარკვევის პროცესი ,რომელიც არავინ იცის როგორ დასრულდება .. ზოგჯერ მისი შეცნობა ძალზე სასტიკია და აადამიანთა უმრავლესობა ვერ უძლებს მას სწორედ ეს იწვევს ადამიანთა შეშლასა ,განსხვავებულობასა თუ უამრავ ფაქტორს რომელიც მათზე აისახება და საზოგადოებიდან უარყოფითი რეაქცია მოსდევს.თუ იმას იტყვი რასაც ისინი ან არ ფიქრობენ ან ვერ პოულობენ გიჟს გეძახიან . არ ვიცი ნეტა არ ფიქრობენ? თუ ფიქრობენ რატომ მალავენ? ან რატომ აშინებთ ყველაფერი .

მოკლედ ძალზე უცნაურია ეს სამყარო ,ზუსტი დანიშნულება კი არც არავინ იცის .უბრალოდ მსახიობები ვართ რომლებიც გამუდმებით ვთამაშობთ და არ ვიცით ჩვენი შემდგომი როლი რა იქნება და რას გვარგუნებს ცხოვრება,ვის რა და როგორი პარტია გვერგება 

Sunday, January 13, 2013

Crazy Girls♥ ♥ ♥

მოდით დავიწყოთ თავიდან Ia Tungia , Tungia Ia .. ვსო ვსო ბოლო იყო ბოლოო :):)
დაქალები,ადამიანები რომლებიც შენს სულში არიან და გამდიდრებენ ,გმატებენ რაღაც ღირებულსა და არანორმალურს   ,
ადამიანები რომელთა გამოც შემიძლია სამყარო გავაჩერო.მათთან ერთად მინდა ვიგრძნო წელიწადის 12 თვე და 100 წლის შემდეგ მათთან ერთად  მინდა ვიყო  ..
არ ვიცი ,უბრალოდ სიგიჟე და უზარმაზარი სიყვარული,რომელმაც ერთმანეთთან დაგვაკავშირა ..



ვარ ბათუმში და მყავს დაქალი.არა დაქალი არა.ჩემი ნაწილი ჩემი სამყარო ჩემი დე Mariam Masxarashvili.
არა რამ უნდა დამავიწყოს ის გარეკილი დღეები ამ ზღვისპირა ქალაქში გატარებული..:)




და დიდი ომი Mariam თან გადატანილი.არა პირველი მსოფლიო ომი მონაგონი იყოო :)
მას მერე უფრო მიყვარხარ დეე  
მხოლოდ ჩვენთანაა ასეე..
მხოლოდ მე შეიძლება შევუჭამო საჭმელი და მითხრას მიყვარხარო:)
მხოლოდ მე შეიძლება დავუძახო საქონელო მიყვარხარო და მომაძახოს მეცო :)




მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუბრაზდეთ და მეორე წამს ვუთხრათ მიყვარხარო   
მხოლოდ ჩვენ ვართ ერთმანეთის ,,დე''ები ,რადგან არავინ და არაფერი გვყავს ერთმანეთის გარდა  
მხოლოდ ასეთ ნაწილს შეუძლია გაგიგოს მაშინ ,როცა ვერავინ გიგებს და მოგისმინოს მაშინ ,როცა არავის სურს შენი მოსმენა..
კიდევ კარგი ერთმანეთი ვიპოვეთ
არა მხოლოდ მას შეუძლია იცინოს მაშინ ,როდესაც თოვლზე ხარ წაქცეული და უნივერსიტეტში გაგვიანდება:)
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ ერთმანეთს ბანაობისას :) და ერთად შევიდეთ აბაზანაში :)


მხოლოდ ჩვენთანაა ასე ,მხოლოდ ჩვენ ამ ორ შეშლილს შეგვიძლია ინგლისურად ვისაუბრაოთ,მთელ ბათუმს უცხოელები ვეგონოთ და ბევრი ვიღადაოთ:)
It's Cold and my nose is kra kraaaa:)
ქართველთა სტუმართმოყვარეობის გამო გაგვიმასპინძლდნენ ,,ვითომ უცხოელებს'' ბამბის ნაყინითა და ბატი-ბუტით:)
მხოლოდ შეიძლება დანიზლავდნენ და წააგონ პოლიტრა ჩვენი ღადაობის გამო..




არა რამდენი რამ შეიძლება გაიხსენო:):)

არა არა სიმთვრალეე :) Mariam Blaaaa :) Bee :)


მიყვარხართ ,მესამყარობით და უბრალოდ ჩემი ნაწილი ხართ ...

Mariam დეეე მიყვარხარრრრრრრრრრრ .აი ასე ჩემთვის ცამდე და უსასრულოდ   

Friday, January 11, 2013

არაფერს გვპატიობს სამყარო

03:49 წესით უნდა მეძინოს ,მაგრამ ვზივარ კლავიატურაზე თითების მარტივი კომბინაციით კრეფას ვიწყებ,ოღონდ მე თვითონ არ ვიცი რის.არ მეძინება და ესეც არ ვიცი რატომ.ამ ბოლო დროს უძილობაც დამჩემდა (ესღა მაკლდა:)).ვფიქრობ ყველაფერზე და ცალ-ცალკე არაფერზე.არ ვიცი უბრალოდ მინდა ვწერო გაუთავებლად ვწერო და გადმოვიტანო ყველაფერი რაც გულში მაქვს



დედა ვატირე ყველა იმ უსამართლობას რომელსაც ვხედავ .
დედა ვატირე საგნის ჩარჩენiს,
დედა ვატირე უშენობის და არ ვიცი რა ვუწოდო ალბათ გრძნობის ,რომელსაც ეხლაც სძინავს და ყელში მაქვს და მახჩობს.
დედა ვატირე ქართულi მენტალიტეტის ,რომელსაც ვითომ ნიღბად იყენებენ
დედა ვატირე ჩემი ჯერ კიდევ ბავშვობის ,რომელიც ყოველთვის საწინააღმდეგოდ მიბრუნდება.
დედა ვატირე შორიდან ყურების ტკბობის
დედა ვატირე ყველა დაშორებისა და იმედგაცრუების.




დედა ვატირე ფანტაზიების .
გოგოებს ჩვევიათ ზღვარგადასული ფანტაზია ,რომელიც ასე მაღიზიანებს და ჯერაც არ ვიცი რატომ.ალბათ იმიტომ რომ თავად ოცნება არ შემიძლია.
დიდი ხანია რეალობას აღვიქვამ და დავკარგე ფანტაზიის უნარი.დროს რომლის დაბრუნებაც რომ შემეძლოს დაუფიქრებლად დავაბრუნებდი.
მაღიზიანებს ალბათ იმიტომ რომ ჩემი აგებული კოშკებიც დანგრეულა და ვიცი მისი ფუჭობა.

მაგრამ ოცნება მაინც საჭიროა.ბედნიერებისთვის ნაკლები მეხსიერებაა საჭირო.უნდა დაივიწყო რომ ისევ იგრძნო.




არაფერს გვპატიობს სამყარო და არც არავინ.
სულიერი კომფორტი და სიმშვიდე ცხოვრების აუცილებელი პირობაა.რომელსაც უმეტესად ცხოვრების განვითარებული მოვლენები გვახვედრებს.

და საერთოდ არაფერია ცხოვრება გარდა ერთი დიდი გაკვეთილისა რადგან დადგება დღე როცა   ბეწვის ხიდზე გავივლით


Thursday, January 10, 2013

იყავი ბედნიერი ახლა


რაღაც უცნაური აუტანელი სურვილი გამიჩნდა პოსტის წერის.არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ ,რომ ბევრი რამე დამიგროვდა ,რომელიც მაწუხებს. 


განვიცდი ყველაფერს .არ ვიცი რატომ.რაღაც უჩვეულოდ მგრნობიარე გავხდი არა ყოველთვის ემოციური ვიყავი ,მაგრამ ეხლა განსაკუთრებით...მაწუხებს ყველაფერი ის რაც ჩემს სულშია და ირგვლივ  ..

არა მართლა არ ვიცი რა მემართება..მე ხომ ესეთი არ ვიყავი.რაღაც ზედმეტად მესერიოზულება ყველაფერი ამ ,,crazy '' მავნე გოგოს ,რომელმაც საკმაოდ კარგად აითვისა ეს ცხოვრების მწარე გაკვეთილები..შეიძლება ასეც არის საჭირო,მაგრამ...არ ვიცი
არაფერიც აღარ ვიცი.. უკვე აღარ ვიცი რატომ ვარ ასე იმდენი რამ მაწუხებს 


მაწუხებს ოჯახის გარეშე ყოფნა.მათთან გატარებულმა 2კვირამ სრულიად დამარწმუნა ,რომ მათ გარეშე არაფერს წარმოვადგენ რადგან ისინია ჩემი სამყაროო.ეხლა კი ძალიან მიჭირს აი ასე მათ გარეშე ყოფნა 

მეგობრები,რომლებიც ტერიტორიულად ვერ არიან ჩემგან და რომლებიც ასე მაკლიან ...მაკლია მათი ბუზღუნი .შუა ქუჩაში ჩემი კრიტიკა...ვიღაც ,,დებილი ''ს გაცნობა რომელიც მათი შეყვარებულის ძმაკაცია და ვითომ ქებების მოსმენა:)..ერთი და იგივე სიმღერის სმენა მარნიდან პირველ მაისამდე:)..და გაუთავებელი ჭორიკნობაა ყველა საკითხზე ..ასევე ლაქისა და ფერების შერჩევა.შუა ქუჩაში სიგიჟე და საერთოდ ბევრი სიგიჟე



არ ვიცი მაგრამ ასევე განვიცდი მას ..და საერთოდ არც განვიცდი რადგან მჯერა ,რომ ადამიანი ვისაც სჭირდები არსად წავა ...
მე კი ..მე კი ძალიან მომბეზრდა ეს ადამიანების დაკარგვა .მინდა ის ვინც მოვა და მეტყვის გინდა არ გინდა ვრჩები.ის ვინც დარჩება და მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ.ჩემი აუტანლობითა ,სიგიჟეებით და მავნეობით. 


მაწუხებს ის რაც ჩემს ირგვლივაა ,გაფანატებული ხალხი,რომლებიც ვიღაცეებს ბაძავენ და საკუთარი მე არ გააჩნიათ.საოცრად მაღიზიანებს  .ასევე ისიც რომ თუ მათ ჩარჩოებში არ ჯდები და აკეთებ იმას რაც მოგწონს გითვალისწუნებენ ..როცა მათ არ შეუძლაით აწუხებთ და აღიზიანებთ ის რომ შენ მათგან განსხვავებით არ გაწუხებს ,,სხვები'' და აკეთებ იმას რაც გინდა

საერთოდ მჯერა ერთი რამის.ყოველთვის უნდა იყო რაც სინამდვილეში ხარ და არა ის ვინც უნდა ,რომ სხვებს იყოო..უნდა გააკეთო ის რაც გინდა ,თორემ ვერასდროს იგრძნობ სიმშვიდეს და შეგაწუხებს სიცარიელე და დანაკლისი სულში..

საერთოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ არსებობს ადამიანების კატეგორია ,რომლებსაც ვერ ვუგებ და არც ვერასოდეს გავუგებ ,რადგან არ მესმის რატომ არ  შეიძლება  იმეგობრო ადამიანთან ორიენტაციის,კანის ფერის,შეხედულების,სარწმუნოების და ეროვნების გამო..

ვერ ვიტან ადამიანთა გარჩევას,ამ საკითხში სრულიად ვეთანხმები მარიამს ,რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რიცხვები ერთმანეთზე მეტი ,რომ ვიყოთ ან ნაკლებნი და მაწუხებს საზოგადოებიდან სწორედ ამის შეუგნებლობაა. :|


ყველა უნდა ვიყოთ ,,მე'' და არა ,,რა''.ამიტომ უნდა თქვა და გამოხატო ის რაც გსურს ფიქრობ და გინდა.უნდა იყო ბედნიერი ახლა.გაიღიმო ყოველთვის.აკეთო კარგი ყველა და ყველაფრის მიუხედავად ,რადგან არსებობს ის დიდი ვინმე ,რომელიც ზევიდან გვიყურებს და არასოდეს არაფერი ეშლება ..იყო მართალი საკუთარ მესთან და არასოდეს არ უნდა გაუკეთო ცუდი ისეთივე ადამიანს ,როგორიც შენ თვითონ ხარ.ყველას აქვს გრძნობები და სტკივა .ტკივილი და ნაკლები არ არსებობს ტკივილი ტკივილია.მოდი გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს რადგან ეს ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა და აღარაფერს გვიტოვებს ერთმანეთის გარდა.

love you all,kiss you all <3 :*:***
By ia tungia :* <3